ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ორი პირი, რომლებიც საპროტესტო მარშის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს

ორი პირი, რომლებიც საპროტესტო მარშის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს

ორი პირი, რომლებიც საპროტესტო მარშის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე 1992 წელს დაბადებული ა.ს. და 1989 წელს დაბადებული ნ.ჭ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს.
ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიიდან წამოსული მარშის მონაწილეებს, რომლებიც საპროტესტო მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიდიოდნენ, ფილარმონიის მიმდებარედ ორი პირი დაუპირისპირდა.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ბასრი საგნითა და ე.წ. ბეისბოლის ბიტით შეიარაღებული უცნობი პირები ავტომობილიდან გადმოვიდნენ და აქციის მონაწილეების მიმართ აგრესიაზე გადავიდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.