საჯარო სივრცის მონიტორინგს დღეიდან იწყებს – ახალ სამმართველოს 10 თანამშრომელი ჰყავს

“ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი  სამმართველო ფუნქციონირებას შეუდგა” – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ირკვევა, რომ ახალ სამსახურს 10 თანამშრომელი ჰყავს.

განცხადების თანახმად, სამმართველო მოახდენს სავარაუდო სამართალდამრღვევი პირის გამოვლენას, ვინაობის დადგენას, ადმინისტრაციული წარმოების მასალების მომზადებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და განსჯადობის წესების დაცვით, საერთო სასამართლოებში გადაგზავნას.

“სამმართველოს ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები ადამიანის ღირსების შემლახველი/შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი საჯაროდ გავრცელებული  იმგვარი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა იქნება, რომელიც შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ნიშნებს. 

სამმართველო მოახდენს სავარაუდო სამართალდამრღვევი პირის გამოვლენას, ვინაობის დადგენას, ადმინისტრაციული წარმოების მასალების მომზადებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და განსჯადობის წესების დაცვით, საერთო სასამართლოებში გადაგზავნას. 

საწყის ეტაპზე სამმართველოს თანამშრომელთა რაოდენობა განისაზღვრა ათი საშტატო ერთეულით.

სამმართველოს თანამშრომლები, საქმიანობას განახორციელებენ  იმ საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში, რაც უკვე მოქმედებს ქვეყანაში” – აცხადებს .

ცნობისთვის, “შაბათის ეთერის” ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სპეციალური მიმართულება გიორგი მინდიაშვილს ჩააბარეს. მინდიაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში ის 2024 წლიდან მუშაობს. მანამდე ის პერსონალურ მონაცემთა დაცვის და სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში მუშაობდა.

“სქროლვა-სქრინვის დეპარტამენტი” – ასე უწოდა საზოგადოების ნაწილმა იმ ახალ დანაყოფს, რომელმაც რეიდები სოციალურ ქსელში მოქალაქეების პროფილებზე უნდა ჩაატაროს.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ  Facebook-ზე საქართველოში სამ მილიონამდე პროფილი არსებობს. უცნობია, რეალურად რამდენი კაცის შემოწმებას გეგმავს ახალი სამმართველო.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა