გორის რაიონული სამმართველოს დეტექტივი სოფელ ატენში გარდაცვლილი იპოვეს - პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს დეტექტივის გარდაცვალების ფაქტზე, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. შესაბამის განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების განმარტებით, გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი დღეს, სოფელ ატენში, გარდაცვლილი იპოვეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს დეტექტივის გარდაცვალების ფაქტზე, შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) დაიწყო.
გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი დღეს, სოფელ ატენში, გარდაცვლილი იპოვეს. მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები“,- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.