– პოლიციამ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე – 1986 წელს დაბადებული რ.ა. დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, დაკავებული რ.ა., აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ, 2013 წლიდან, ორგანიზებული დაჯგუფების წევრობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით იძებნებოდა.
„სამართალდამცველებმა რ.ა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ მარნეულში დააკავეს. ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“,-აღნიშნულია -ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ