ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ი.ე. დააკავეს.
-ს ინფორმაციით, ი.ე. თურქეთის რესპუბლიკაში ეძებნებოდა განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი იმ პერიოდში გადმოკვეთა, როცა მის მიმართ საერთაშორისო ძებნა ჯერ კიდევ გამოცხადებული არ იყო.
უწყების განმარტებით, ამ ეტაპზე, დაკავებულის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ