შსს-მ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, წარსულში ნასამართლევი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1988 წელს დაბადებული ი.ე. დააკავეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„დაკავებულიი.ე. თურქეთისრესპუბლიკისმიერ, განზრახმკვლელობისადაიარაღისუკანონოშეძენა-შენახვა-ტარებისბრალდებითიძებნებოდა.ჩატარებულიგამოძიებითდადგინდა, რომბრალდებულმასაქართველოსსაზღვარიჯერკიდევმაშინგადმოკვეთა, ვიდრემასზესაერთაშორისოძებნაგამოცხადდებოდა.სამართალდამცველებისმიერ, ინტენსიურრეჟიმშიჩატარებულისაგამოძიებომოქმედებებისშედეგადმოხდადამნაშავეპირისადგილსამყოფლისდადგენადამისიდაკავება.ამჟამადდაკავებულისმიმართკანონითგათვალისწინებული, წინასაექსტრადიციოპროცედურებიმიმდინარეობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აგვისტო 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.