ხვიჩა კვარაცხელიაზე: ცალ­კე თე­მაა ხვი­ჩას შე­უ­პო­ვა­რი და უში­შა­რი ხა­სი­ა­თი: დიახ, “თავ­ხე­დი” უნდა იყო მო­ე­დან­ზე – ამ სი­ტყვის კარ­გი გა­გე­ბით

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, შოთა არველაძემ სპორტულ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში, ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა და განაცხადა.

– შენ, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ყვე­ლა­ზე შე­დე­გი­ან თავ­დამ­სხმელს, ხვი­ჩას რა თვი­სე­ბე­ბი მოგ­წონს?

“ყვე­ლა­ფე­რი აქვს: ტექ­ნი­კა, სის­წრა­ფე, პასი, ორი­ენ­ტა­ცია ბურ­თით თუ უბურ­თოდ… ძა­ლი­ან სწო­რად თა­მა­შობს! უბ­რა­ლოდ და სწო­რად თა­მა­ში ყვე­ლა­ზე რთუ­ლია. ამა­ვე დროს, სულ კა­რის­კენ იწევს. გა­ნი­ვად, “შე­მოვ­ლი­თი გზე­ბით” კი არა, პირ­და­პირ კა­რის­კენ! მგო­ნი, დანა არ ჭრის კა­რაქს ისე, რო­გორც ხვი­ჩა ჭრის გზას მე­ტო­ქის კა­რის­კენ. “გვერ­დზე გამ­სვლე­ლი” შემ­ტე­ვე­ბის­გან ამით გა­მო­ირ­ჩე­ვა, ამი­ტო­მაც აქვს ასე­თი სტა­ტის­ტი­კა და გა­მოხ­მა­უ­რე­ბა. თუ რამე მეს­მის – ფეხ­ბურ­თია და ასე­თი რა­ღაც არ გა­მომ­რჩე­ბა. თა­მა­შის დრო­საც იშ­ვი­ა­თად თუ ვე­ხე­ბო­დი ბურთს ზედ­მე­ტად და ამი­ტომ იყო, რომ ჩემ­თვის ფეხ­ში მაგ­რად არც ჩა­ურ­ტყამთ – მა­ში­ნაც კი, როცა ცუ­დად ვთა­მა­შობ­დი.

ხვი­ჩა ბუ­ნებ­რი­ვად თა­მა­შობს სწო­რად და არა იმი­ტომ, რომ სპა­ლე­ტი სთხოვს ან უკ­რძა­ლავს რა­მეს, თა­ნაც, ჯანი და სის­წრა­ფე გე­ნით მოჰ­ყვე­ბა – მა­მა­მი­სიც ასე­თი ჯა­ნი­ა­ნი და სწრა­ფი იყო. მე რომ ეგე­თი ჯა­ნი­ა­ნი და სწრა­ფი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი… ცალ­კე თე­მაა ხვი­ჩას შე­უ­პო­ვა­რი და უში­შა­რი ხა­სი­ა­თი: დიახ, “თავ­ხე­დი” უნდა იყო მო­ე­დან­ზე – ამ სი­ტყვის კარ­გი გა­გე­ბით. ეს მისი სამ­ყა­როა და თა­მა­შის დროს ამი­ტო­მაც არის ასე­თი.“– განაცახადა შოთამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს