არქივი11 იანვარი, 2024, 20:20
ხვიჩა იტალიაში ყველაზე მეტად დაზარალებულია
Transfermarkt-ის მონაცემების მიხედვით "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ში ყველაზე დაზარალებული ფეხბურთელია.
მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატზე კვარაცხელიაზე მეტოქეები 51-ჯერ დაჯარიმდნენ. 48-ჯერ დაჯარიმდნენ მატია ძაკანიზე (ლაციო), 41-ჯერ კი ლუის ფერგიუსონზე (ბოლონია).
სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება ამას წინათ "ნაპოლის" მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ, როდესაც განაცხადა, რომ ქართველი მსაჯების მიერ მეურვეთა უხეშობისგან დაცული უნდა იყოს.
"ნაპოლის" სხვა ფეხბურთელები აღნიშნულ "რეიტინგში" მოხსენიებული არ არიან.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.