ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას აგენტს უპასუხა: ჭუჭყი და სამარცხვინო ხარ

„ჭუჭყი და სამარცხვინო ხარ“- ასე უპახუსა „ნაპოლის“ და ნიგერიის ნაკრების ფეხბურთელმა ვიქტორ ოსიმენმა „ნაპოლის“ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ს აგენტს, მამუკა ჯუღელს. ინფორმაციას sportsbrief.com ავრცელებს.

ორი დღის წინ ჯუღელმა განაცხადა, რომ თუ ს რომელიმე გუნდიდან ვიქტორ ოსიმენი კარგ წინადადებას მიიღებს, ის „ნაპოლიდან“ წავა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია საუდის არაბეთში სათამაშოდ მილიარდ ევროდაც არ დათანხმდება. ჯუღელმა ამის შესახებ საქართველოს საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„თქვენ რა, მართლაც გჯერათ, რომ ვიქტორ ოსიმენი მთელ თავის კარიერას „ნაპოლიში“ ითამაშებს? მე როგორც ვიცი, მომდევნო ზაფხულში ოსიმენი სათამაშოდ საუდის არაბეთში გადავა. ხვიჩა კი მსგავს კონტრაქტს მილიარდ ევროდაც არ დათანხმდება“ – განაცხადა ჯუღელმა.

მისი თქმით, ოსიმენს, ფაქტობრივად კარიერული ამბიციები არ აქვს და ის საუდის არაბეთში მხოლოდ ფულის გამო გადავა, ხოლო მის კლიენტს, ანუ ხვიჩა კვარაცხელიას, სხვა გეგმები აქვს – ის საფეხბურთო კარიერაზე ფიქრობს.

„ხვიჩა ისეთ გუნდებში ითამაშებდა, როგორებიცაა მადრიდის „რეალი“, „ბარსელონა“, „ბაიერნი“ ან „მანჩესტერ სიტი“. მას სურდა წარმატების მიღწევა და უკვე მიაღწია მას. ხვიჩა მსოფლიოს სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორისაა“, – განაცხადა მამუკა ჯუღელმა.

2023 წლის ზაფხულში ვიქტორ ოსიმენმა საუდის არაბეთიდან მართლაც მიიღო რამდენიმე წინადადება, მაგრამ ოსიმენი „ნაპოლიში“ დარჩა და ახლა კონტრაქტსაც ხელი მოაწერა. ახალი კონტრაქტის მიუხედავად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ნაპოლის“ აფრიკელი ფეხბურთელი შეიძლება პრემიერ ლიგის გუნდებში, „არსენალში“ ან „ჩელსიში“ გადავიდეს.

ოსიმენმა, რომელმაც რამდენიმე დღეში ნიგერიის ნაკრების შემადგენლობაში, აფრიკის თასში უნდა მიიღოს მონაწილეობა მამუკა ჯუღელს საკმაოდ მწვავედ უპასუხა:

“ძვირფასო მამუკა ჯუღელო! შენ ჭუჭყი და სამარცხვინო ხარ. არ მსურს შენს აზროვნებაზე და მსჯელობაზე საუბარი. ჩემი სახელი აღარ ახსენო!“ – დაწერა ოსიმენმა ინსტაგრამში.

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტსა და ვიქტორ ოსიმენს შორის დაპირისპირების მიზეზი მიმდინარე წლის იტალიის ჩემპიონატში კლუბ „ნაპოლის“ წარუმატებლობა იყოს.

ასევე დაგაინტერესებთ

პარლამენტი იმ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტების განხილვას უბრუნდება, რომლის მომზადება მმართველი გუნდის განმარტებით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკავშირდება