ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შმიგალი: მსოფლიო ბანკი უკრაინას დამატებით 1,3 მილიარდ დოლარს გამოუყოფს

უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი აცხადებს, რომ მსოფლიო ბანკი უკრაინას დამატებით 1,34 მილიარდ დოლარს გადასცემს. ეს თანხები განსაკუთრებით სოციალურ გადასახადებს მოხმარდება.
"ეს თანხები მოხმარდება პენსიების, მასწავლებელთა ხელფასების, დევნილთა მხარდაჭერისა და სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა პრიორიტეტულ ხარჯებს", - განაცხადა შმიგალმა.
მისივე განცხადებით, ამ დაფინანსების პაკეტის უმეტესი ნაწილი - 1,086 მილიარდი - მოდის იაპონიის მთავრობაზე, მეორე ნაწილი არის გრანტები აშშ-დან, შვეიცარიიდან და უკრაინის მხარდაჭერის, აღდგენისა და რეფორმის ფონდიდან.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.