პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გლობალური ფონდი უკრაინას აივ ინფექციისა და ტუბერკულოზის წინააღმდეგ საბრძოლველად 165 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს

გლობალური ფონდი 2024-2026 წლებში უკრაინას აივ ინფექციისა და ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრმების ფარგლებში 165 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარია სამ საგრანტო ხელშეკრულებაზე, რომელიც უკრაინაში მომდევნო 3 წლის განმავლობაში განხორციელდება.
"ეს თანხები მოხმარდება აივ ინფექციითა და ტუბერკულოზით დაავადებული უკრაინელების სამედიცინო დახმარებას, ასევე სოციალურად საშიშ დაავადებებთან ბრძოლას", - განაცხადა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ლიაშკომ.
როგორც უკრაინული მედია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრზე დაყრდნობით წერს, 2023 წლის ნოემბერში უკრაინაში ოფიციალურად აივ ინფექციის 948 და ტუბერკულოზის 1433 შემთხვევა დაფიქსირდა.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.