არქივი8 დეკემბერი, 2023, 20:34
ვოლოდიმირ ზელენსკი: იაპონია უკრაინას 4.5 მილიარდ დოლარს გადასცემს
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იაპონია უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას გადასცემს.
„მინდა მადლობა გადავუხადო იაპონიას ძალიან დროული და საჭირო გადაწყვეტილებისთვის უკრაინის მხარდასაჭერად. 4.5 მილიარდი დოლარი - ეს თანხის საერთო რაოდენობაა და პირველ ნაწილს, 1.5 მილიარდს ჩვენ უკვე იანვარში ველოდებით. დახმარების ამ პაკეტის დიდი ნაწილი შემოდგომაზე იქნება“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მისივე თქმით, იაპონია თანმიმდევრულად და ფუნდამენტურად უჭერს მხარს უკრაინას.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.