შვეიცარიის სამთო-სათხილამურო კურორტზე აფეთქებას ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

შვეიცარიის სათხილამურო კურორტ კრან-მონტანაში, ბარ „Le Constellation“-ში, აფეთქებისა და შემდგომი ხანძრის შედეგად მინიმუმ 40 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 100 დაშავდა.
Reuters-ის ცნობით, აფეთქება ადგილობრივი დროით დაახლოებით 1:30 საათზე მოხდა ბარში, რომელშიც ახალი წლის დადგომას აღნიშნავდნენ. პოლიციის წარმომადგენლის თქმით, ინციდენტის დროს შენობაში 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. აფეთქების შემდეგ შენობაში ხანძარი გაჩნდა.
სამართალდამცავმა ორგანოებმა გაავრცელეს ინფორმაცია გაურკვეველი წარმომავლობის აფეთქების შესახებ და დასძინეს, რომ რამდენიმე ადამიანი დაშავდა და დაიღუპა, მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა არ დაუკონკრეტებიათ. ჟურნალისტების თქმით, აფეთქება შესაძლოა პიროტექნიკური საშუალებების გამოყენებამ გამოიწვია.
ბარის მიმდებარე ტერიტორია შემოღობილია და ქალაქის თავზე ფრენა აკრძალულია. ტელეარხი RTS იუწყება, რომ სამხრეთ-დასავლეთ შვეიცარიის საავადმყოფოები მობილიზებულია „მძიმე დამწვრობის მქონე პაციენტების“ სამკურნალოდ.
კურორტი კრან-მონტანა მდებარეობს ვალეს კანტონში, შვეიცარიის ალპების ცენტრში, მწვერვალ მატერჰორნიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 40 კილომეტრზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ