შვეიცარიაში გლოვობენ სამთო-სათხილამურო კურორტზე დაღუპულებს

შვეიცარიაში ხუთდღიანი გლოვაა სამთო-სათხულამურო კურორტ კრან-მონტანაში მომხდარი ტრაგედიის გამო. გლოვის ნიშნად ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დროშებია დაშვებული.
შვეიცარიის ალპებში მდებარე კურორტის პოპულარულ ბარში Le Constellation ახალი წლის ღამით გაჩენილმა ხანძარმა სულ მცირე 40 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 100-ზე მეტი დაშავდა. მათ შორის არიან იტალიის და საფრანგეთის მოქალაქეებიც.
გრძელდება დაღუპულთა იდენტიფიცირების პროცესი. ბევრი ცხედარი ძლიერადაა დამწვარი, რაც ამოცნობას ართულებს.
წინასწარი ვერსიით, ხანძარი გამოიწვია ბარის შენობაში სადღესასწაულო პიროტქენიკის გამოყენებამ. საბოლოო პასუხი ცნობილი გახდება გამოძიების დასრულების შემდეგ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.