პოლიციის განცხადებით, შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე აფეთქების შედეგად, ათობით ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა

პოლიციის განცხადებით, შვეიცარიაში სათხილამურო კურორტზე აფეთქების შედეგად, ათობით ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.
ვალეს კანტონის პოლიციის მეთაურმა, ფრედერიკ ჟისლერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დაშავებულების უმეტესობა მძიმე მდგომარეობაშია.
მანამდე, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში შვეიცარიის პოლიციიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ დაღუპულთა რიცხვი დაახლოებით 40-ს აღწევს, თუმცა პოლიციამ პრესკონფერენციაზე ზუსტი რიცხვი არ დაასახელა.
ვალეს კანტონის პოლიციამ აღნიშნა, რომ კრანს-მონტანას სათხილამურო კურორტზე მდებარე Le Constellation-ის ბარში მომხდარი აფეთქება თავდასხმის ან ტერორიზმის შემთხვევად არ განიხილება.
პოლიციის ცნობით, დაშვებულებს შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან.
შვეიცარიული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის სახელმწიფო საბჭომ კრანს-მონტანაში მომხდარი აფეთქების შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ