შვედეთმა უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი გამოუყო

შვედეთი უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს გამოუყოფს, რომლის ჯამური ღირებულებაც დაახლოებით 400 მილიონი ევრო იქნება, იტყობინება „უკრაინსკა პრავდა“.
სტოკჰოლმისგან სხვადასხვა შეიარაღებას მიიღებს, მათ შორის გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს Robot System 70.
გარდა ამისა, მიიღებს ჯავშანგამანადგურებელ ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს, ყუმბარამტყორცნელებს და აღჭურვილობას.
დახმარება გათვალისწინებულია საზღვაო ძალებისთვისაც, კერძოდ კი ექვსი კატერის, Combat Boat 90-ის და მისთვის აუცილებელი აღჭურვილობის სახით.
პაკეტში აგრეთვე გამოყოფლია თანხები გამანადგურებლის, JAS 39 Gripen-ის სათადარიგო ნაწილების შეძენისთვის. თუმცა, კიევისთვის ისინი ჯერ არ გადაუციათ. შვედეთში არ გამორიცხავენ, რომ უკრაინას მოგვიანებით ამ ტიპის თვითმფრინავებიც გადასცენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ