აშშ-მ უკრაინას დახმარების მორიგი პაკეტი გამოუყო – რა შეიარაღებას მიიღებს კიევი

აშშ უკრაიანას დახმარების მორიგ პაკეტს გამოუყოფს, რომლის ჯამური ღირებულებაც 250 მილიონ დოლარამდე იქნება.
„უკრაინსკა პრავდა“ წერს, რომ ამ პაკეტის ფარგლებში კიევი მიიღებს:
· საზენიტო რაკეტებს RIM-7;
· რაკეტებს Stinger;
· ტყვია-წამალს HIMARS-ის სისტემისთვის;
· 155 და 105 მმ კალიბრის არტილერიის ტყვია-წამალს;
· ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს TOW;
· ტანკსაწინააღმდეგო სისტემებ Javelin და AT-4;
· ჯავშანმანქანებს Bradley;
· ჯავშანტრანსპორტიორებს M13 და სხვა აღჭურვილობას.
ვაშინგტონში აცხადებენ, რომ გააგრძელებენ პარტნიორებთან ერთად მუშაობას, რათა უკრაინის სამხედრო მოთხოვნილებები დააკმაყოფილონ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.