ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შენგელიას მორიგი კარგი მატჩი და "ვირტუსის" გამარჯვება

ევროლიგის მეათე ტურში თორნიკე შენგელიას "ვირტუსმა" საკუთარ მოედანზე "ფენერბახჩეს" 87:79 სძლია.
შენგელიამ 28:57 წუთში 15 ქულა (8-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 8 მოხსნა და 5 პასი მიითვალა, მარგი ქმედების 21-იანი კოეფიციენტით კი თავის გუნდში საუკეთესო იყო.
25 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე სტამბოლელთა ამერიკელი მძიმე ფორვარდი ჯონათან მოტლი გახდა, რომლის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 31 შეადგინა.
ბოლონიური" გუნდი 7 მოგებით მესამე ადგილზეა და 30 ნოემბერს გასვლაზე "ბაიერნს" შეხვდება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.