ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შენგელიას ორმაგ დუბლამდე მოხსნა დააკლდა, "ვირტუსმა" კი აუტსაიდერთან წააგო

"ვირტუს ბოლონიაში" შედეგიან თამაშს აგრძელებს კარიერის საუკეთესო ფორმაში მყოფი თორნიკე შენგელია. ქართველმა ფორვარდმა იტალიის სერია A-ში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა, თუმცა თავის გუნდს ვერ უშველა. ჩემპიონატის ლიდერმა მოულოდნელი მარცხი განიცადა აუტსაიდერ "ბრინდიზისთან". გუნდთან, რომელსაც მიმდინარე სერია A-ში გამარჯვება არ ჰქონდა, ბოლონიელებმა 75:83 წააგეს.
შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 25 წუთი ითამაშა, რა დროშიც 14 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა. თორნიკემ 9-დან 4 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 14 ქულა ჰქონდა გაბრიელ ლუნგბერგსაც, მატჩის გმირი კი ბრინდიზელი
ჯორდან ბეისე გახდა 25 ქულითა და 10 მოხსნით.
ეს გახლდათ ბოლონიელთა მე-2 მარცხი სერია A-ში და შენგელიას გუნდს "ვენეცია", "ნაპოლი" და "ბრეშია" წამოეწივნენ. ოთხივე გუნდს 7 მოგება და 2 მარცხი აქვს. "ვენეციაში" ქართველი ფორვარდი, გიგა ჯანელიძე თამაშობს, რომელმაც ბოლო ტურში "რეჯიო ემილიასთან" 90:70 მოგებულ მატჩში 3 წუთი ითამაშა.
GBF.GE

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.