ნიკოლოზ მეტრეველი: რატომ არის გასაკვირი, რომ პრემიერ-მინისტრი დაესწრო „პარაგრაფ თბილისის” გახსნის ღონისძიებას და ბიძინა ივანიშვილს მორიგი კარგი საქმისთვის მადლობა გადაუხადა?!

ნიკოლოზ მეტრეველი: რატომ არის გასაკვირი, რომ პრემიერ-მინისტრი დაესწრო „პარაგრაფ თბილისის” გახსნის ღონისძიებას და ბიძინა ივანიშვილს მორიგი კარგი საქმისთვის მადლობა გადაუხადა?!
„საქართველოში, მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უნიკალური სასტუმრო გაიხსნა, რომელშიც ასეულობით ჩვენი მოქალაქე ღირსეულად დასაქმდა“, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სასტუმრო „პარაგრაფ თბილისის” გახსნას სოციალურ ქსელში.
მეტრეველის თქმით, გაუგებარია, რატომ არის გასაკვირი სასტუმროს გახსნაზე პრემიერ-მინისტრის დასწრება და ბიძინა ივანიშვილისთვის მადლობის გადახდა.
„საქართველოში, მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უნიკალური სასტუმრო გაიხსნა, რომელშიც ასეულობით ჩვენი მოქალაქე ღირსეულად დასაქმდა.
აქედან გამომდინარე, ყოვლად გაუგებარია თუ რატომ არის გასაკვირი, რომ პრემიერ-მინისტრი პირადად დაესწრო საზეიმო ღონისძიებას და ბიძინა ივანიშვილს მორიგი საქართველოსთვის გაკეთებული კარგი საქმისთვის მადლობა გადაუხადა?!
ის ხალხი მაინც ნუ ქილიკობთ, ვინც ველური კაპიტალისტი, მამუკა ხაზარაძის მიერ წალენჯიხაში ანგარებით გაკეთებულ საქმეებს ყოველდღე ხოტბას ასხამთ.
გავიმეორებ: უსინდისო პარტიები და მათი დაქირავებული ჟურნალისტები 2024 წლის არჩევნებზე კიდევ ერთხელ საკადრის პასუხს მიიღებთ!” – წერს ნიკოლოზ მეტრეველი Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ