არქივი23 მარტი, 2025, 12:34
შენგელიას მაგარი მატჩი - "ვირტუსი" "ტრიესტესთან" დამარცხდა [VIDEO]
![შენგელიას მაგარი მატჩი - "ვირტუსი" "ტრიესტესთან" დამარცხდა [VIDEO]](/wp-content/uploads/2025/03/7b3b800db1fbc679daeeb433e7b93bd3-cCXi2s.jpeg)
იტალიის ჩემპიონატის 23-ე ტურში "ვირტუს ბოლონია" გასვლაზე "ტრიესტესთან" 78:85 დამარცხდა.
ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო სტუმართა ლიდერი თორნიკე შენგელია გახდა. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა 34 წუთში 25 ქულა, 7 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი მიითვალა.
"ვირტუსიდან" გამოირჩა ვილ კლაიბერნიც, რომელმაც 27 წუთში 20 ქულა, 4 მოხსნა და 1 ასისტი დააგროვა.
"ბოლონიელები" ჩემპიონატში 32 ქულით მე-4 ადგილს იკავებენ, თოკოს გუნდი მორიგ შეხვედრას 26 მარტს, ევროლიგაზე, "ცრვენა ზვეზდას" წინააღმდეგ გამართავენ.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.