სანდროს 3 სამქულიანი - "სან ანტონიო" "დეტროიტ პისტონსთან" დამარცხდა [VIDEO]
![სანდროს 3 სამქულიანი - "სან ანტონიო" "დეტროიტ პისტონსთან" დამარცხდა [VIDEO]](/wp-content/uploads/2025/03/f7d13afd3dd3d2d9039129c02cff779e-vN94zg.png)
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "სან ანტონიო სპურსი" "დეტროიტ პისტონსთან" 96:122 დამარცხდა. სტუმართა რიგებში სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 17 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი მიითვალა, ქართველმა კალათბურთელმა პერიმეტრიდან 4 ცდიდან 3-ჯერ ზუსტად ტყორცნა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე მარკუს სასერი გახდა, რომელმაც 26 წუთში 27 ქულა, 4 მოხსნა და 1 ასისტი დააგროვა.
"სან ანტონიოდან" დევინ ვასელმა 32 წუთში საკუთარ გუნდს 26 ქულა, 6 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი შესძინა.
ამრიგად, ტეხასელები 31 გამარჯვებითა და
40 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებენ, "სპურსი" მორიგ შეხვედრას 28 მარტს "კლივლენდ კავალიერსის" წინააღმდეგ გამართავს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.