მამუკელაშვილს თანაგუნდელებმა კარიერის საუკეთესო მატჩი მიულოცეს [VIDEO]
![მამუკელაშვილს თანაგუნდელებმა კარიერის საუკეთესო მატჩი მიულოცეს [VIDEO]](/wp-content/uploads/2025/03/5c3b84a5b1f1583da475933e54c19f48-RKIq0l.png)
"სან ანტონიო სპურსმა" "ნიუ იორკ ნიქსს" უმასპინძლა და 120:105 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე სანდრო მამუკელაშვილი გახდა, ქართველმა კალათბურთელმა არასრულ 20 წუთში 34 ქულა, 9 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა. იგი გახდა პირველი ქართველი კალათბურთელი, რომელმაც NBA-ში ამ რაოდენობის აღებული ქულები დააგროვა, ასევე მამუკელაშვილმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყველა დროის რეკორდი მოხსნა და 20-ზე ნაკლებ წუთში ყველაზე მეტი (34) ქულა მიითვალა.
მატჩის შემდეგ სანდროს წარმატებული მატჩი თანაგუნდელებმა მიულოცეს.
ცნობისთვის, "სან ანტონიო" 29 გამარჯვებითა და 39 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს,
"სპურსი" მორიგ შეხვედრას 22 მარტს "ფილადელფია 76"-ის წინააღმდეგ გამართავს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.