შენგელიამ საბერძნეთში გაიტანა და ნაკრებში გამოემგზავრება [VIDEO]
![შენგელიამ საბერძნეთში გაიტანა და ნაკრებში გამოემგზავრება [VIDEO]](/wp-content/uploads/2024/11/5b019369772a0fce1ea10d67c65c9c25-1eTZfH.jpeg)
საბერძნეთის სუპერლიგის მე-11 ტურში, სახლში „კალითეასთან“ ფრედ დასრულებულ მატჩში (2:2), „ოფის“ მარჯვენა გარემარბმა ლევან შენგელიამ გოლი გაიტანა.
მისი გუნდი 57-ე წუთამდე 2:0-ს იგებდა, მაგრამ შემდეგ ორი გოლი გაუშვა და ფრეს დასჯერდა.
შენგელიამ 68-ე წუთმდე ითამაშა. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე ჩატარებულ 10 მატჩში 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. ლევანი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის გამოიძახა.
„ოფი“ 15 ქულით მერვე ადგილზეა და 23 ნოემბერს სტუმრად „ლამიას“ დაუპირისპირდება.
ოფი - კალითეა 2:2
გოლები: 1:0 სალსედო (14,
პენ), 2:0 შენგელია (29), 2:1 ლუკინასი (57), 2:2 კენურგიოსი (77)
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.