ბუდუმ გაიტანა - "კარლსრუემ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]
![ბუდუმ გაიტანა - "კარლსრუემ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]](/wp-content/uploads/2024/11/e6bededbcdcb4954eaa6b7d83d908d2e-o5tDsS.jpeg)
მეორე ბუნდესლიგის მეთორმეტე ტურში "კარლსრუე" საკუთარ მოედანზე "პროისენთან" ფრეს დასჯერდა - 1:1.
ბუდუ ზივზივაძე ტრადიციულად აქტიური იყო, მცველი ეუხეშა და ტრავმას გადაურჩა, 37-ე წუთზე კი მასპინძლები დააწინაურა. ეს მიმდინარე ტურნირზე მისი მერვე გოლია. ქართველი 76-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო კომპენსირებულ დროში სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს.
ზივზივაძის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: flashscore 7.3, whoscored 7.2, sofascore 7.1.
"კარლსრუე" 20 ქულით მეოთხე ადგილზეა, ლიდერ „ჰანოვერს“ 2 ქულით ჩამორჩება და 23 ნოემბერს გასვლაზე "გროიტერ ფიურტს" დაუპირისპირდება.
კარლსრუე - პროისენი 1:1
გოლები: 1:0
ზივზივაძე (37), 1:1 ფრენკერტი (90+2)
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.