ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩაკვეტაძე ნაკრებში ჩინებულ ფორმაში მოდის - "უოტფორდმა" გაიმარჯვა და მეოთხე ადგილზე გადავიდა [VIDEO]

ჩაკვეტაძე ნაკრებში ჩინებულ ფორმაში მოდის - "უოტფორდმა" გაიმარჯვა და მეოთხე ადგილზე გადავიდა [VIDEO]

ჩემპიონშიფის მეთხუთმეტე ტურში „უოტფორდმა“ საკუთარ მოედანზე „ოქსფორდს“ 1:0 მოუგო.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ კარგად ითამაშა, ყველა შეტევის ორგანიზატორი იყო, პარტნიორებს არაერთი შანსი შეუქმნა, თავადაც შეეძლო გატანა, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე ჯეიმი კამინგი. ქართველმა შეუცვლელად ითამაშა და მაღალი შეფასებებიც მიიღო: flashscore 7.7, sofascore 7.3, whoscored 7.2. გიორგი ამ შეხვედრის შემდეგ საქართველოში გამოემგზავრება და ნაკრებს ერთა ლიგის მატჩებში დაეხმარება.
„უოტფორდი“ ამ მომენტისთვის 25 ქულით მეოთხე ადგილზეა და 23 ნოემბერს გასვლაზე „პლიმუთს“ დაუპირისპირდება.
უოტფორდი - ოქსფორდი 1:0
გოლი: ბაიო
(54)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.