ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შეიარაღებული თავდასხმა აიოვას სკოლაში | სავარაუდოდ არიან დაღუპულები და დაჭრილები

აშშ-ში, აიოვას საშუალო სკოლაში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების სამსახურები. ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ადამიანების გადასაყვანად ვერტმფრენები გამოიყენეს. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. თუმცა მედიის ცნობით, სავარაუდოდ, ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაიჭრა. უცნობია თავდამსხმელის მდგომარეობაც.
სკოლაში, სადაც დაახლოებით 1700 მოსწავლე სწავლობს, დღეს, არდადეგების შემდეგ პირველი სასწავლო დღე იყო.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.