ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შეიარაღებული თავდასხმა TBC ბანკზე | შსს-ს ჯერ არავინ დაუკავებია

ცინცაძის ქუჩაზე, TBC ბანკთან ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პოლიციას დამნაშავე ჯერ არ დაუკავებია. მუშაობენ კინოლოგებიც. შეიარაღებული თავდასხმა დაახლოებით 3 საათის წინ მოხდა. ჯერჯერობით დაუდგენელი პირი ნიღბით, ფილიალში შეიჭრა და მოლარეს ფული მოსთხოვა, თუმცა მეორე მოლარემ ამ დროს სიგნალიზაციის ჩართვა მოასწრო, რის შემდეგაც თავდამსხმელი ადგილიდან პოლიციის მისვლამდე გაიქცა. ბანკის თანამშრომლები და თვითმხილველები გამოკითხვაზე გადაიყვანეს. პოლიციამ სავარაუდოდ უკვე ამოიღო სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. უცნობია იდენტიფიცირებულია თუ არა დამნაშავე. თავდასხმა ბანკზე სამუშაო საათებში მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. საქმე აღძრულია სსკ-ის 179-ე ყაჩაღობისა, და 236-ე, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების მუხლებით.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.