შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა და მათმა მშობლებმა პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა დაიწყეს

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა და მათმა მშობლებმა პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა დაიწყეს.
მათ რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზის ნაწილი დაიკავეს.
საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერი – „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლები ევროპული მომავლისთვის“.
ასევე სკანდირებენ – „თავისუფლება უკანონოდ დაპატიმრებულ ადამიანებს“.
მათივე თქმით, შშმ პირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ის სერვისები, რომელთა უდიდესი ნაწილი დასავლური დონორი ორგანიზაციების მხრიდან ფინანსდება.
მათი მოთხოვნებია: გათავისუფლდნენ მიმდინარე აქციების დროს დაკავებული პირები, ქვეყანაში ახალი, ვადამდელი არჩევნები ჩაინიშნოს და განახლდეს ევროინტეგრაციის პროცესი.
ადგილზე აქციის მონაწილეებს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი.
ასევე მოტანილი აქვთ ბანერები, წარწერებით – „ჩვენი ადგილი ევროპულ საქართველოშია“, „ევროპა უცხო ქვეყანაში კი არა, საქართველოში მინდა!“, „ევროპის გარეშე იზოლაცია გარდაუვალია”, “შენ ართმევ ჩემს შვილს მომავალს“.
ცნობისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.
საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უწყვეტად უკვე 21 დღეა მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

საია – მივიჩნევთ, რომ თორნიკე რაზმაძის მიმართ, „ფეისბუქ“ კომენტარის გამო ადმინისტრაციული საქმის დაწყება ცენზურის პრეცედენტია – მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს წარმოება და თავი შეიკავოს კრიტიკული გამოხატვის კონტროლისა და დასჯისაგან

არქივი: მარგარიტა სიმონიანი: საქართველოს აღარავინ მოეფერება და იქ ჯარების გაგზავნასაც აღარავინ დაიწყებს. უბრალოდ პირდაპირ თბილისს დაარტყამენ, ისე რომ დიდად არც გაარჩევენ, ვის ან რას ურტყამენ. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ…