შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და მათი მშობლები საპროტესტო მსვლელობას გამართავენ

პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და მათი მშობლები საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან.
მათი შეფასებით, ევროკავშირთან ინტეგრაციის შეჩერება ქვეყანას წარსულში დააბრუნებს.
ასევე, მათივე თქმით, შშმ პირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ის სერვისები, რომელთა უდიდესი ნაწილი დასავლური დონორი ორგანიზაციების მხრიდან ფინანსდება.
მათი თქმით, შეკრების შემდეგ ისინი საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ.
მათი მოთხოვნებია: გათავისუფლდნენ მიმდინარე აქციების დროს დაკავებული პირები, ქვეყანაში ახალი, ვადამდელი ჩაინიშნოს და განახლდეს ევროინტეგრაციის პროცესი.
ადგილზე აქციის მონაწილეებს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი, ასევე ბანერები, წარწერებით – “ჩვენი ადგილი ევროპულ საქართველოშია”, “ევროპა უცხო ქვეყანაში კი არა, საქართველოში მინდა!”, “ევროპის გარეშე იზოლაცია გარდაუვალია”, “შენ ართმევ ჩემს შვილს მომავალს”.
ცნობისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.
საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უწყვეტად უკვე 21 დღეა მიმდინარეობს.
ასევე, დღის განმავლობაში დედაქალაქის ქუჩებში სხვადასხვა ლოკაციიდან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა საპროტესტო მსვლელობაც არის დაგეგმილი.
აქციათა ციკლის მოთხოვნები უცვლელია – აქციის მონაწილეები ხელახალ არჩევნებსა და საპროტესტო აქციების დროს დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებას ითხოვენ.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა