არქივი24 მაისი, 2026, 00:11
"შეეძლო არც ჩამოსულიყო" - ჰიონესმა მოურინიოს ვიზიტზე კომენტარი გაკეთა
გერმანიის თასის ფინალში „ბაიერნმა“ ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე“ „შტუტგარტი“ 3:0 დაამარცხა. ჰარი კეინმა ჰეთ-თრიკი შეასრულა.
მატჩს „რეალის“ მომავალი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო დაესწრო, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, მაიკლ ოლისეს თამაშს აკვირდებოდა.
მოურინიოს სტუმრობაზე კომენტარი მიუნხენური კლუბის საპატიო პრეზიდენტმა ული ჰიონესმა გააკეთა:
„იმედია, არ შევხვდები. შეეძლო არც ჩამოსულიყო. დაე უყურონ მას რამდენიც უნდათ, მაინც არაფერი გამოუვათ. ის არ იყიდება“, - განუცხადა ჰიონესმა Sky Sport Deutschland-ს.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.