[რუს სტუდენტებს] დარბაზი მივაქირავეთ ფულის გამო – რუსთაველის თეატრის დირექტორის პირველი კომენტარი (ვიდეო)

რუსთაველის თეატრის დირექტორი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე, რუსი სტუდენტების მიერ გამართულ სპექტაკლზე პირველ განმარტებას TV პირველთან აკეთებს.

გია თევზაძე ამბობს, რომ სცენის დათმობის სანაცვლოდ, თეატრის ადმინისტრაციამ ფული აიღო. “რუსთაველის თეატრის” დირექტორი აღნიშნავს, რომ 9 მაისის თემატიკა მას უხერხულობას არ უქმნის.

ჩვენ იჯარით მივეცით დარბაზი, მაქსიმალური თანხა ავიღეთ, იქ ისეთი არაფერი არ იყო, სტუდენტები იყვნენ ГИТИС-ის. 

ჩვენ არავინ დაგვიკარგავს ამ ომში? [მეორე მსოფლიო ომში]… ჩვენ ყველაზე მეტი დავკარგეთ ამ ომში. რა საკვირველია, კიდევ რომ დასჭირდეთ, თეატრის დარბაზს კიდევ მივაქირავებთ ფულის გამო”- თქვა გია თევზაძემ. 

კითხვაზე, როცა პროევროპულ აქციებზე სიარულის გამო მსახიობებს თეატრიდან უშვებენ, რამდენად მართებულია, რუსი სტუდენტებისთბის დარბაზის მიქირავება, თეატრის დირექტორი ამბობს: “იმ მსახიობს ჰკითხეთ, როგორ უნდოდა ამ თეატრიდან წასვლა”.

“რუსთაველის თეატრში” რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის სტუდენტებმა წარმოდგენა გამართეს. ღონისძიება 14 მაისს გაიმართა და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავს მიეძღვნა.