შაკო კუჭაშვილი: ცხადია, საქმე გვაქვს მორიგ ბლეფთან

დაიცავი ილიაუნის მარათონის “გაშავების” მცდელობაში ოცნების პროპაგანდისტი შაკო კუჭაშვილიც ჩაერთო:
💬 “უკვე დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ეს ფული წამლის შესაძენად არ გროვდება. ანუ, ხალხს საათობით სთხოვდნენ, ფული ჩარიცხეთ, ბავშვებს წამალი სჭირდებათო და, რეალურად, საერთოდ არ ყოფილა საუბარი წამალზე – საუბარი ყოფილა ეტლებსა და ბავშვების სხვა საჭიროებებზე.
არადა, ოფიციალური ინფორმაციაა, რომ ბავშვებისთვის სამინისტროდან ისედაც გამოყოფილია 3 მილიონი ლარი ეტლებისა და პირველადი საჭიროებებისთვის, თავისი მასაჟებითა და კურსებით. მაშინ რასთან გვაქვს საქმე? ცხადია, საქმე გვაქვს მორიგ ბლეფთან, რომელიც პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების მცდელობაა საეჭვრო რეპუტაციის მქონე ახალგაზრდებისთვის” | წერს კუჭაშვილი.
🔴 დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად მარათონი უკვე 3 დღეა მიმდინარეობს. შედეგად, ბავშვებისთვის 1 427 000 ლარი შეგროვდა.