ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ყულევის ქარხნის მფლობელები დაკავშირებულები არიან რუსული სამხედრო დაზვერვის მაღალჩინოსნებთან - ალექსანდრე ქევხიშვილი

ყულევის ქარხნის მფლობელები დაკავშირებულები არიან რუსული სამხედრო დაზვერვის მაღალჩინოსნებთან - ალექსანდრე ქევხიშვილი

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმომადგენელი, ალექსანდრე ქევხიშვილი ამბობს, რომ დანამდვილებით შეუძლია თქვა, რომ ყულევის პორტში და შემდეგ ქარხანაში რუსული ნავთობი შედიოდა.

ქევხიშვილის თქმით, ყულევის ქარხანა არის ქართული წარმოშობის რუსი ბიზნესმენების ხელში, რომლებიც თავის მხრივ დაკავშირებულები არიან რუსული სამხედრო დაზვერვის მაღალჩინოსნებთან.

ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ რუსული ნავთობის შემოტანა ხდება და ხდებოდა ჯერ ყულევის პორტში და შემდეგ პორტიდან უკვე ქარხანაში. როგორც ჩანს პორტი გადარჩა, იმიტომ, რომ პორტი ეკუთვნის აზერბაიჯანულ ნავთობკომპანიას. თუმცა, ქარხანას არ აქვს პირდაპირი კავშირი აზერბაიჯანთან და ის არის პირდაპირი ქართული წარმოშობის რუსი ბიზნესმენების ხელში. მფლობელები თავის მხრივ დაკავშირებულები არიან რუსული სამხედრო დაზვერვის მაღალჩინოსნებთან. ანუ აქ იყო, ეს ხაზი, რაც ჩვენს სტატიაშიც წერია", - ამბობს სანდრო ქევხიშვილი. 

  • ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი დაამტკიცა.  პაკეტი მოიცავს სანქციებს იმ სექტორების წინააღმდეგ, რომელთაც გავლენა აქვთ რუსეთის ეკონომიკაზე და შესაძლებლობაზე ომი აწარმოოს.
  • სანქციების სიაში მოხვდა ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. სანქცია ძალაში 6 თვეში შედის.
  • სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში, ნავთობის სექტორში 18 იურიდიულ და 1 ფიზიკურ პირი დასანქცირდა, მათ შორის, რუსეთის 3 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ბელარუსის ერთ მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა, ისევე როგორც კომპანია, რომელიც შექმნილია რუსეთში ბელარუსული ნავთობპროდუქტების გასაყიდად.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.