„ყველაზე დიდი კარიერული მიღწევა ოთხი შვილის დედობაა“ – თამარ ბაგრატიონის გულახდილი ინტერვიუ დედობასა და ოჯახურ ფასეულობებზე (ვიდეო)

თამარ ბაგრატიონი საზოგადოებისთვის ცნობილია როგორც საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მეუღლე და ქვეყნის პირველი ლედი, რომლის ოჯახიც ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. თუმცა, მისთვის მთავარი ტიტული და ცხოვრებისეული მისია დედობა აღმოჩნდა. გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ რუბრიკაში, რომელსაც მარიამ გაბედავა უძღვება, თამარმა საკუთარ ოჯახზე, ოთხი შვილის აღზრდასა და იმ ფასეულობებზე ისაუბრა, რაც მრავალშვილიანობას ახლავს თან.

„სიყვარული არის ძალა, რომელიც ყველა სიძნელეს გადაალახვინებს“

თამარ ბაგრატიონი დედობის მთავარ არსზე, შვილებისთვის სიყვარულის სწავლებასა და იმ სულიერ ღირებულებებზე საუბრობს, რაც ოჯახს ამყარებს. „მრავალშვილიანი დედობა, მიმაჩნია, რომ საამაყოა. ყველა ქალს მინდა ვუსურვო, რომ ეს ბედნიერება ჰქონდეს. ის სტატუსი, რომ დედა ვარ, უკვე ყველა სიმძიმის მწეველია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთი უყვარდეთ, მაშინ სამშობლოც ეყვარებათ და ღმერთიც. დედამ პირველ რიგში, თავის შვილებს, ერთმანეთის სიყვარული უნდა ასწავლოს. სიყვარული არ არის მარტო თბილი გრძნობა, სიყვარული არის ძალა, რომელიც ყველა სიძნელეს გადაალახვინებს. ეს ფრაზა მომეწონა და მინდა, რომ ეს ჩემი დევიზი იყოს. თუ შევძლებთ, რომ ერთმანეთი გვიყვარდეს, ეს ნამდვილი ბედნიერებაა. ეს არის ის, რისთვისაც უნდა ვიცხოვროთ“.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!