ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ოლჟას ბექტენოვი გახდა
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ხელი მოაწერა განკარგულებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ოლჟას ბექტენოვის დანიშვნის შესახებ.
ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მანამდე, ყაზახეთის მმართველმა პარტიამ ოლჟას ბექტენოვი, რომელიც 2023 წლის აპრილიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.
შეგახსენებთ, ყაზახეთის მთავრობა, რომელსაც 2022 წლის იანვრიდან ალიხან სმილოვი ხელმძღვანელობდა, გუშინ გადადგა და თოყაევმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ვიცე-პრემიერი, რომან სკლიარი დაასახელა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.