ყაზახეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა ხელი მოაწერა განკარგულებას ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ოლჟას ბეკტენოვის დანიშვნის შესახებ. უფრო ადრე ბეკტენოვის პრემიერად დანიშვნას მიემხრო პარლამენტი. ბეკტენოვის კანდიდატურა წამოაყენა მმართველმა პარტია „ამანათმა“.
ბეკტენოვის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 69 დეპუტატმა, თავი შეიკავა 7-მა კანონმდებელმა, იტყობინება რადიო თავისუფლების კორესპონდენტი.
43 წლის ბეკტენოვი 2023 წლის აპრილიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. მას სხვადასხვა დროს ეკავა ანტიკორუფციული უწყების ხელმძღვანელის პოსტი, მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში.
5 თებერვალს ტოყაევმა ხელი მოაწერა მთავრობის გადადგომის განკარგულებას. მთავრობას 2022 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობდა ალიხან სამაილოვი. მთავრობის გადადგომის მიზეზი არ გავრცელებულა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.