ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ყაზახეთის მმართველმა პარტიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი წარადგინა

ყაზახეთის მმართველმა პარტიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი წარადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მმართველმა პარტიამ „ამანათმა“, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლჟას ბექტენოვი მას შემდეგ წარადგინა, რაც გუშინ, ყაზახეთის მთავრობა გადადგა.
მთავრობის გადადგომის შემდეგ ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ვიცე-პრემიერი, რომან სკლიარი დაასახელა.
ბექტენოვის კანდიდატურას ყაზახეთის პარლამენტი, დღეს პლენარულ სხდომაზე განიხილავს, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომარტ ტოკაევიც დაესწრება. 43 წლის ოლჟას ბექტენოვი ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას 2023 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.