ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც საზღვაო წვრთნების დროს 14 სამხედრო დაიღუპა

ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც საზღვაო წვრთნების დროს 14 სამხედრო დაიღუპა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ თოყაევმა თავდაცვის მინისტრი დაურენ კოსანოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საწვრთნელი ვარჯიშის დროს 14 სამხედრო მოსამსახურე ზღვაში დინებამ გაიტაცა და დაიღუპა.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ასევე გამოსცა განკარგულება თავდაცვის ახალ მინისტრად სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლის, აიდოს მირზახმეტოვის დანიშვნის შესახებ.

სამხედრო მოსამსახურეებთან დაკავშირებული ინციდენტი ხუთშაბათს მოხდა, როდესაც კასპიის ზღვის სანაპიროზე, არახელსაყრელი ამინდის პირობებში, სამხედრო მოსამსახურეები საპატრულო ნავიდან გადმოდიოდნენ.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.