თუ იჭერ ბარემ ყველა დაიჭირე ბიძინა და ასევე გაითვალისწინე, ჩემ დროს აშენებული ციხეები ზედმეტად კომფორტულია შენი ზოოპარკის ცხოველებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.
“მოდით აქ! ჩემს გარდა ვინ მოგიყვებათ ასეთ ამბებს
არ მინდა ნადირობაზე გამოსულ ჭორვილელს კიდევ ახალი იდეა მივაწოდო, მაგრამ მაინც დავწერ.
2009 წლამდე, თურქმენეთს მართავდა ცნობილი დიქტატორი საფარმურატ ნიაზოვი, თურქმენბაში. ხოდა მის დროს აშხაბადში გაიმართა დსთ-ს სამიტი. სამიტის შემდგომ ბანკეტზე უცებ თურმქნბაში ამბობს, ბ.ნო პრეზიდენტებო მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი მთავრობა. გაიღო ბანკეტის დარბაზის კარი და იქიდან იატაკზე დაოთხილები შემოვიდნენ, უფრო სწორედ შემოფორთხდნენ კოსტიუმებში გამოწყობილი პრემიერ-მინისტრი და სხვა მინისტრები. ისინი სათითაოდ მიფორთხდნენ თურქმენბაშთან და ის ყველას თითო კანფეტს უდებდა პირში, შემდეგ უთხრა საქმეთა მინისტრს – აბა ჩემო ერთგულო ძაღლო დაიყეფე და იმანაც გაითამაშა უკანა თათებზე დგომა და დაიყეფა.
ეს ყველაფერი დეტალებში მომიყვა სომხეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა რობერტ კოჩრიანმა, რომელმაც მოითხოვა ამ დამცირების შეწყვეტა. შემდეგ ადგა და გავიდა დარბაზიდან, თუმცა პუტინი, ლუკაშენკო და სხვები დარჩნენ.
ამ ამბიდან რამდენიმე თვეში თურქმენბაშმა თითქმის მთელი მთავრობა დაიჭირა და ქალაქის ცენტრში მდებარე სპეციალურ ციხეში ჩასვა, სადაც ჭერი იმდენად დაბალი იყო, რომ ტუსაღები წელში ვერ იმართებოდნენ. არ დაიჭირა მხოლოდ ერთი მინისტრი, ჯანდაცვის, რომელიც საფარმურატის კბილის ექიმი იყო და კბილები სულ აწუხებდა.
ხოდა კიდევ რაღაც დროის შემდეგ, ამ კბილის ექიმს, გვარად ბერდიმუჰამედოვს, ეტყობა კბილის გამაყუჩებლის ზედმეტი დოზის გაკეთება მოუვიდა პატრონისთვის და თურქმენბაში მოულოდნელად გარდაიცვალა, კბილის ექიმი კი გაპრეზიდენტდა.
ხოდა თუ იჭერ ბარემ ყველა დაიჭირე ბიძინა და ასევე გაითვალისწინე, ჩემ დროს აშენებული ციხეები ზედმეტად კომფორტულია შენი ზოოპარკის ცხოველებისთვის. გააგზავნე ხალხი აშხაბადში და ჩამოატანინე ისეთი პატარა ვოლიერები, რომ იქიდან წერილების წერა კი არა, წკმუტუნიც კი ვერ გაბედონ”, – წერს სააკაშვილი.




