ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ყაველაშვილი ასტანაში ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

პრესსამსახურის ცნობით, ივანიშვილის პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან შეხვედრა გამართა.
"მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობისა და სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე განაცხადა, შუა დერეფანს აქვს გაფართოების პოტენციალი და ამ მარშრუტის განსავითარებლად აუცილებელია ერთობლივი ძალისხმევის გააქტიურება.
აღინიშნა, რომ ტრადიციული მეგობრობა, რომელიც ორ ქვეყანას წლებია აკავშირებს სხვადასხვა სფეროებში, საჭიროებს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის ხელმოწერას.
მიხეილ ყაველაშვილმა ყაზახეთის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ყაზახეთის ურყევი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევს ახალი კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებული რეფერენდუმის წარმატებით ჩატარება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს კიდევ უფრო განამტკიცებს სახელმწიფოებრიობას, ინსტიტუტების ეფექტიანობას და მისი ლიდერობით ხელს შეუწყობს მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას". ნათქვამია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.