ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვას დაესწრება - ადმინისტრაცია

მიხეილ ყაველაშვილი რეგიონის ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება - ინფორმაცია bm.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციამ დაუდასტურა.
ირანის უზენაესი სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი, რომელიც ქვეყანას თითქმის ოთხი ათწლეულის განმავლობაში მართავდა, მიმდინარე წლის 28 თებერვალს აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო იერიშების დროს გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მაისში ირანის წინა პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის დაკრძალვის ცერემონიაზე თეირანში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იმყოფებოდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.