მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის სამგლოვიარო ცერემონიაზე დასასწრებად ირანში ჩავიდა - პირველი კადრები

მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის სამგლოვიარო ცერემონიაზე დასასწრებად ირანში ჩავიდა - პირველ კადრებს აეროპორტიდან ირანული მედია ავრცელებს.
ხამენეის პატივი მიაგეს საქართველოს დელეგაციის წევრებმა, რომელთა შორისაც არიან: სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი ფაიქ ნაბიევი, აღმოსავლეთ საქართველის მუფთი ეთიბარ ემინოვი და თბილისის მეჩეთის წინამძღვარი ზვიად ვანაძე.
ირანული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, 3 ივლისის დილით ხამენეის ცხედარი თეირანის მთავარ სალოცავში იმამ ხომენეის მოსალაში გადაასვენეს.
დაკრძალვის ცერემონიები 9 ივლისამდე გაგრძელდება. 9 ივლისს კი აიათოლა ალი ხამენეის ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქ მაშჰადში დაკრძალავენ.
ოფიციალური ინფორმაციით, ხამენეი აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული ომის პირველივე დღეს, რამდენიმე თანმხლებ პირთან და ოჯახის წევრთან ერთად დაიღუპა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.