დიმიტრი პესკოვი – აიათოლა ალი ხამენეის გამოსამშვიდობებელ ცერემონიალზე რუსეთს დიმიტრი მედვედევი წარმოადგენს

აიათოლა ალი ხამენეის გამოსამშვიდობებელ ცერემონიალზე რუსეთს დიმიტრი მედვედევი წარმოადგენს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„დიახ. გამოსამშვიდობებელ ცერემონიალს დიმიტრი მედვედევი დაესწრება“, – განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალი 4-9 ივლისს გაიმართება. დაგეგმილი გრაფიკის თანახმად, ცხედარს თეირანსა და ყუმში გამართული ცერემონიების შემდეგ ერაყის ოთხ ქალაქში გადაასვენებენ, შემდეგ კი ირანში დააბრუნებენ და მეშჰედში დაკრძალავენ. ოფიციალური გრაფიკის თანახმად, საჯარო გამოსამშვიდობებელი ცერემონიალი 4 ივლისს, დილის 6:00 საათზე, თეირანის იმამ ხომეინის მოსალაში დაიწყება და 5 ივლისის საღამოს 8:00 საათამდე გაგრძელდება. დაკრძალვის ლოცვა 5 ივლისის დილით ჩატარდება. თეირანში, ყუმსა და ერაყში შესაბამისი ცერემონიების ჩატარების შემდეგ, გარდაცვლილ ლიდერს ხუთშაბათს, 9 ივლისს, ქალაქ მეშჰედში დაკრძალავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

შიო III – შესრულდა 33 წელი აფხაზეთის ომიდან – მახსენდება ილია II-ის სიტყვები, რომ იმ ომში არავინ არის გამარჯვებული – ერი კვლავ უნდა გაერთიანდეს და გადარჩეს ქართველობაც და აფხაზობაც, ჩვენი გზა არის სიყვარული, ურთიერთშენდობა და ურთიერთპატიება