ღარიბაშვილი, პაპუაშვილი, თურნავა, ტურავა – შეისწავლიან კიდევ ასობით საჯარო მოხელის დეკლარაციებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მისი კაბინეტის წევრების დეკლარაციებს ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლები “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის” გამო შეისწავლიან. გადაწყვეტილება მიიღო დამოუკიდებელმა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებულია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებით.
კომისიის წევრები არიან:
· “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” (გიორგი დავითური);
· “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” (ქეთევან შოშიაშვილი);
· “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” (თამარ ხუხია);
· ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ნინო დოლიძე);
· ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ალექსანდრე კუხიანიძე).
კომისიის მიერ შესასწავლად შერჩეული თანამდებობის პირების ჩამონათვალში მოხვდნენ:
· მინისტრები და მინისტრების მოადგილეები;
· პარლამენტის წევრები;
· აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები;
· ს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები;
· იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები;
· მოსამართლეები, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოდან;
· მარეგულირებელი კომისიების წევრები;
· ცესკოს თანამშრომლები;
· სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელი პირები;
· პროკურატურის თანამშრომლები;
· ეროვნული ბანკის თანამშრომლები;
· სხვა საჯარო სამსახურში დასაქმებული მაღალჩინოსნები.
შესასწავლი თანამდებობის პირების ჩამონათვალში მოხვდნენ:
· – პრემიერ-მინისტრი;
· – კულტურის მინისტრი;
· ილია დარჩიაშვილი – საგარეო საქმეთა მინისტრი;
· – პარლამენტის თავმჯდომარე;
· თორნიკე რიჟვაძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე;
· – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;
· შალვა თადუმაძე – უზენაესი სასამართლოს მოსამართლე;
· ლევან მურუსიძე – მოსამართლე (-ის მიერ სანქცირებული);
· მერაბ ტურავა – საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე;
· ევა გოცირიძე – საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე;
· კახი ბექაური – კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე;
· დავით ნარმანია – ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე;
· გიორგი კალანდარიშვილი – ცესკოს თავმჯდომარე;
· გრიგოლ ლილუაშვილი – სუსის ხელმძღვანელი.
იმ თანამდებობის პირთა ჩამონათვალი, რომელთა დეკლარაციებსაც შეამოწმებენ.
საქართველოს კანონმდებლობით, მაღალი საჯარო თანამდებობის პირები ვალდებული არიან შეავსონ დეკლარაციები, რომლებშიც უნდა მიუთითონ ქონებისა და ფინანსური მდგომარეობის შესახებ. დოკუმენტების შემოწმების უფლება აქვს ანტიკორუფციულ ბიუროს.
2022 წლის 30 ნოემბერს პარლამენტმა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მიიღო. ცვლილებების თანახმად, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ანტიკორუფციული ბიურო. ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ ამ სააგენტოს შექმნით საქართველომ ევრორეკომენდაციების ერთ-ერთი მოთხოვნა შეასრულა.
ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებით დასკვნა მომზადებული აქვს ვენეციის კომისიას. დასკვნაში ნათქვამია, რომ ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნა და გათავისუფლება მეტწილად პრემიერ-მინისტრის კომპეტენციაა, რაც პრობლემურია.

ასევე დაგაინტერესებთ