მჯერა, უახლოეს პერიოდში განხორციელდება გადაჯგუფება ოპოზიციურ ველზე და ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტად აღელდება ღარიბაშვილი | მელია

“ქართული ოცნება” შანსებში დარწმუნებულია და ძალაუფლებაში მეოთხე ვადით დასარჩენად ემზადება. ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ ხელისუფლების თავდასხმები ოპონენტებზე ერთადერთ ფაქტორზე მიუთითებს – მმართველ პარტიას მარცხის ეშინია.
“ბუნებაში არ არსებობს ხელისუფლება ნებისმიერი ქვეყნის, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიაში ან მის დაწყებამდე იტყვის, რომ მას არ აქვს შანსი გამარჯვების. რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში ბევრი შევთანხმდებით, რომ ცხოვრობს გაიცლებით მეტი ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქე, ვისაც აღარ სურს ს ეს ხელისუფლება მართვის სადავეებთან. უახლოეს პერიოდში, მე მჯერა, რომ განხორციელდება ძალიან ადეკვატური გადაჯგუფება ოპოზიციურ ველზე სადაც, შედგება ღირებულებათა კავშირი და ბევრ საქართველოს მოქალაქეს დაუბრუნდება რწმენაც და დაუბრუნდება არჩევანის გაკეთების შესაძლებლობაც. ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტად აღელდება ბატონი ღარიბაშვილი” – ამბობს “ოცნების” ლიდერების განცხადებების პასუხად.
დღეს პარლამენტის თავმჯდომარე გამოვიდა და რუსული პროპაგანდისტული მესიჯებით ცდილობდა საზოგადოების დარწმუნებას, რომ ერთადერთი უალტერნატივო პოლიტიკური ძალა ქართული ოცნებაა.