ანტიკორუფციული ბიურო 150 მაღალჩინოსნის ქონებრივ დეკლარაციებს სწავლობს – ვინ მოხვდა ჩამონათვალში

ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოაქვეყნა ინფორმაცია თუ რომელი თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგს განახორციელებს მიმდინარე წელს.
როგორც ინფორმაციიდან ირკვევა, 2024 წელს ბიურო 150 მაღალჩინოსნის დეკლარაციას შეამოწმებს, მათ შორის უმაღლესი თანამდებობის პირებიც მოხვდნენ. ჩამონათვალში არიან, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
კერძოდ, იმ თანამდებობის პირთა შორის, რომელთა ქონებრივ დეკლარაციებსაც 2024 წელს ანტიკორუფციული ბიურო შეისწავლის, მოხვდნენ: მთავრობის მეთაური , ასევე მინისტრთა კაბინეტიდან – , ლევან დავითაშვილი, ილია დარჩიაშვილი, ირაკლი ქარსელაძე, რატი ბრეგაძე, ვახტანგ გომელაური, ლაშა ხუციშვილი, ჯუანშერ ბურჭულაძე; ოთარ შამუგია, გიორგი ამილახვარი, ზურაბ აზარაშვილი და სხვა.
რაც შეეხება საკანონმდებლო ორგანოს, ჩამონათვალში არიან: , , , არჩილ თალაკვაძე, ისკო დასენი, ლევან კობიაშვილი, ნატო ჩხეიძე, ვიქტორ სანიკიძე, ვახო მეგრელიშვილი, , ფრიდონ ინჯია, კახა ოქრიაშვილი, ცეზარ ჩოჩელი, და ა.შ.
ამასთან, როგორც ბიუროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, შესამოწმებელი დეკლარაციების შერჩევის მიზნით შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ იმსჯელა განსაკუთრებული ფაქტორების გათვალისწინებით შესარჩევ თანამდებობის პირთა დეკლარაციების არჩევასთან დაკავშირებით და დაადგინა რომ უნდა შემოწმდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, საერთო სასამართლოებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ქონებრივი დეკლარაციებიც. ამ პირთა შორის მოხვდნენ – ლევან მურუსიძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, , მიხეილ ჩინჩალაძე, შალვა თადუმაძე, მერაბ ტურავა, ვასილ როინიშვილი, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი და სხვანი.
გარდა ამისა, ბიურო გეგმავს, კომუნიკაციების კომისიის, სემეკის, ცესკოს წარმომადგენელთა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავასა და სებ-ის საბჭოს წევრების, ბიზნესომბუდსმენის ქონებრივი დეკლარაციების შემოწმებას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში 2022 წლის 30 ნოემბერს შეიქმნა დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ანტიკორუფციული ბიურო, რომლის ამოცანაა, ხელი შეუწყოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. ბიურო, ასევე, უზრუნველყოფს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირებას, მონიტორინგსა და საჯაროობას.

ასევე დაგაინტერესებთ