ღარიბაშვილი გადადგომაზე: ახალს ვერაფერს გეტყვით

პარტია “ქართული ოცნების” ახალი თავმჯდომარე პრემიერობიდან გადადგომას გუნდის სხვა წარმატებული ლიდერებისთვის შესაძლებლობების მიცემით ხსნის. ამის შესახებ მან თქვა პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ. ყრილობაზე მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე წარადგინეს.
“ახალს ვერაფერს გეტყვით, იმიტომ რომ არაფერი ახალი არ არსებობს. ჩვენს გუნდში დამკვიდრებულია პრაქტიკა და არის შიდა დემოკრატია. ყველაზე მეტხანს “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრებიდან, 11 წლიდან 5 წელი ვიყავი მე. აუცილებელია გუნდის სხვა წარმატებულ ლიდერებს მიეცეთ საშუალება, რომ მათაც გამოავლინონ შესაძლებლობები”, – თქვა ღარიბაშვილმა.
მან არ უპასუხა ჟურნალისტებს კითხვაზე, გადადგომასთან დაკავშირებით ჰქონდა თუ არა კონსულტაცია ბიძინა ივანიშვილთან, რომელმაც პოლიტსაბჭოს მისი შემცვლელი წარუდგინა.
დღეს, 1 თებერვალს, მმართველმა პარტიამ მერვე ყრილობა გამართა – “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ აირჩიეს ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო ირაკლი წარადგინეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ამ დრომდე ირაკლი კობახიძე იყო.
ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან 29 იანვარს გადადგა. უფრო ადრე, მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა “მთავარი არხის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მ. გადადგომამდე რამდენიმე საათით ადრე კი ინფორმაცია დაადასტურა “იმედმაც”.
30 დეკემბერს, როცა პოლიტიკაში მესამედ დაბრუნდა, პარტია „ქართული ოცნების“ წესდებაში ცვლილება შეიტანეს. ის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩიეს და სწორედ მას მისცეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელების უფლება.

ასევე დაგაინტერესებთ