“ოცნების” პრემიერებიდან ყველაზე მეტხანს ვიყავი ამ თანამდებობაზე… აუცილებელია, გუნდის სხვა წარმატებულ ლიდერებსაც მიეცეთ საშუალება, გამოავლინონ შესაძლებლობები – ირაკლი ღარიბაშვილი

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა გადადგომის მიზეზები კიდევ ერთხელ განმარტა. მან აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების” გუნდში დამკვიდრებული პრაქტიკის გათვალისწინებით, გუნდის თითოეულ წარმატებულ პოლიტიკოსს თავის გამოჩენის შესაძლებლობა უნდა მიეცეს.
“დღეს, მოგეხსენებათ, უკვე ოფიციალურად განხორციელდა ცვლილებები, მე დავიკავე მმართველი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა. კიდევ ვიმეორებ, რომ ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, ვინაიდან ამ პარტიით მოვედი მე პოლიტიკაში და რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს არის ძალიან მშობლიური, ასე ვთქვათ, ჩემი მეორე, პოლიტიკური ოჯახი.
მინდა, კიდევ ერთხელ, ვუსურვო ჩემს მეგობარს, ირაკლი კობახიძეს წარმატებები. მე ჩემს გამოსვლაში ვთქვი, რომ მას ძმურ თანადგომას ვპირდები. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ასე გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის მსახურებას. წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენა იქნება არჩევნები, წინ გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი და რთული არჩევნები. რთული იმ თვალსაზრისით, რომ რთული გეოპოლიტიკური ვითარებაა, საჭიროა მაქსიმალური მობილიზება გავუკეთოთ ჩვენს პარტიას, ხალხს, ამომრჩეველს და ძლიერად მოვიგოთ ეს არჩევნები. ჩვენი ამბიციაა, რომ მოვიგოთ და მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს არის ჩვენი მიზანი. რა გამოვა, ამას ვნახავთ.
მე მეტ დროს დავუთმობ პარტიის საქმიანობას, პარტიის გუნდთან ერთად გავაგრძელებ მუშაობას.
რაც შეეხება გადადგომის მიზეზებს – მე ყველაფერი განვმარტე და ახალს ვერაფერს გეტყვით. “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრებიდან, შეგიძლიათ გადახედოთ გვარებს და მათ მოღვაწეობას, ყველაზე მეტხანს – 5 წელი, ვიყავი მე ამ თანამდებობაზე. გუნდში დამკვიდრებული დემოკრატიული პროცესის და იმ პრაქტიკის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ დავნერგეთ “ქართულ ოცნებაში”, აუცილებელია, გუნდის სხვა წარმატებულ ლიდერებსაც მიეცეთ საშუალება, რომ მათაც გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.
მე საზოგადოებას განვუმარტე, რომ 2 არჩევანი არსებობდა. გუნდმა შემომთავაზა, რომ დავრჩენილიყავი ზაფხულამდე და შემდეგ მომხდარიყო. მე პირველი არჩევანი ვარჩიე – ახლავე გადადგომა, რადგან საჭიროა, მეტი დრო დავუთმოთ, ერთის მხრივ, მე – პარტიას და ირაკლი კობახიძემ – მთავრობას და მთავრობის მუშაობას,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით