თამარ კორძაია – პარლამენტში რომ მოვა, ირაკლი კობახიძემ უნდა უპასუხოს კითხვას, წარმატების ზენიტში მყოფი პრემიერ-მინისტრი რატომ მიდის ასე მოულოდნელად, რას არ აკეთებდა ღარიბაშვილი კარგად და ვინ იგულისხმა ივანიშვილმა, როცა კორუფციაზე ილაპარაკა?

ეს არ არის ს დასჯა, ეს არის მისი შვებულებაში გაშვება – ღარიბაშვილი ივანიშვილმა კი არ უნდა დასაჯოს, არამედ საქართველოს კანონმა და სასამართლომ – რაც შეეხება ს, მან უნდა გვიპასუხოს „ქართული ოცნების“ წარმატების ზენიტში მყოფი პრემიერ-მინისტრი რატომ მიდის ასე მოულოდნელად ყოველგვარი არგუმენტების გარეშე? – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, მთავრობაში საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც ირაკლი პარლამენტში მივა, მან პირველ რიგში უნდა თქვას, რას არ აკეთებდა ირაკლი ღარიბაშვილი თავის დროზე კარგად.
გარდა ამისა, კორძაია თვლის, რომ აღნიშნული ცვლილებები არა მხოლოდ საქართველოს ამომრჩევლისთვის, არამედ უფრო დასავლეთისთვის არის გაკეთებული.
„წლის შემდეგ ქმნიან პარტიული დემოკრატიის ფასადს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის პარტიული დემოკრატია. ჩვენთან ვხედავთ, რომ ამ ფასადის შექმნა უნდათ, მაგრამ რეალურად ამ ფასადის უკან ერთი ადამიანის გადაწყვეტილებები დგას და ვიცით, რომ ეს არის . ბიძინა ივანიშვილი რას თვლის და რას აკეთებს საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ, ამაზე ფიქრს სჯობს, იმ ადამიანებმა, ვინც მზად არიან ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ მიიღონ ამხელა თანამდებობები და აიღონ პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, რომ რამეს შეცვლიან, გასცენ კითხვებზე პასუხები. პირველ რიგში, ირაკლი კობახიძე რომ მოვა პარლამენტში, მან უნდა თქვას, რას არ აკეთებდა ირაკლი ღარიბაშვილი თავის დროზე კარგად, იმიტომ, რომ როგორც საპარლამენტო რესპუბლიკისთვის არის დამახასიათებელი, ის მოდიოდა, ანგარიშებს წარუდგენდა პარლამენტს და ირაკლი კობახიძე თავიდან ბოლომდე მხარს უჭერდა მას და მიიჩნევდა, რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო პრემიერ-მინისტრი საქართველოში. მაშინ გვიპასუხოს, „ქართული ოცნების“ წარმატების ზენიტში მყოფი პრემიერ-მინისტრი რატომ მიდის ასე მოულოდნელად ყოველგვარი არგუმენტების გარეშე? ირაკლი კობახიძემ უნდა გვიპასუხოს, მათი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, როდესაც კორუფციაზე ილაპარაკა, ვინ იგულისხმა პარტიის შიგნით. დაასახელოს ის ადამიანები, ვინ იყო ნაგულისხმევი და თქვას, როგორ იბრძოლებს კორუფციის წინააღმდეგ, რას გვთავაზობს ახალს და განსხვავებულს. პირობითად, საუბარი მიდის, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს უშვებენ და ახალი მინისტრი მოდის მის კაბინეტში – რა ვერ გააკეთა ილია დარჩიაშვილმა? მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ამ შეკითხვებთან დაკავშირებით დამაჯერებელ პასუხებს გაგვცემს, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ან რაღაც გვიპასუხოს და იმ პასუხებიდან ჩვენ განვსაზღვრავთ,“ – განაცხადა კორძაიამ.
გარდა ამ საკითხისა, დეპუტატმა გადაცემაში სხვა თემებზეც ისაუბრა, მათ შორის წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ს განცხადებასაც გამოეხმაურა და მოუწოდა, „სწორედაც, მივიდნენ და თვლით, ყველა ოპოზიციონერის შეკითხვაზე ცალ-ცალკე უპასუხონ“.
კორძაიას განცხადებით, 2 კვირაში დასრულებული პროექტი უხარისხო იქნება და ეს ცოტა ხანში გამოჩნდება.
„ირაკლი ზარქუას ვეტყოდი, რომ პირველი ვარ, შეუძლია დამთვალოს, დათვლილების სიაში პირველი ვიქნები, მაგრამ მთავარი ამ შემთხვევაში ის არის, რომ რაც ვერ გაკეთდა 1 წლის განმავლობაში, როგორ შეიძლება გაკეთდეს 2 კვირაში, ვის ატყუებენ? მოდით, ახლა ათვლა დავიწყოთ, 2 თვეში მივიდეთ და ვნახოთ, წერეთლის გამზირზე რა მდგომარეობა იქნება, რა დაგვხვდება, ხარისხზე ვინ აგებს პასუხს? ან რატომ არ გაკეთდა ის 7 თვის განმავლობაში? ან ის კომპანია, რომელსაც მ ხელშეკრულება შეუწყვიტა, კასპში რატომ გახდა გამარჯვებული? მოვიდნენ და დაგვთვალონ ნამდვილად, გვიპასუხონ ოღონდ ამ შეკითხვებზე თვლით, ყველას შეკითხვაზე ცალ-ცალკე. ჩვენ ხომ ვიცით რომ 2 კვირაში ვერ გაკეთდება, გამორიცხულია. უცებ გადაწყვიტა, რომ 2 კვირაში შეუძლია შეუძლებელია. მას არ აქვს ჯადოსნური ჯოხი, რომ რაღაცები გააკეთოს. უბრალოდ უხარისხო იქნება და ეს გამოჩნდება ცოტა ხანში. ალბათ, კახი კალაძეს იმის იმედი აქვს, რომ 2025 წელს მერი არ იქნება და არ მოსთხოვენ პასუხს. პირიქით, მერე უფრო უნდა მოსთხოვონ,“ – განაცხადა კორძაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს: მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს გაათავისუფლონ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები – წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია უზრუნველყოფს პარლამენტის შესასვლელების საპოლიციო ძალებით გათავისუფლებას